logo_geo
eng_logo
საჩხერეში აღრიცხულ 1289 აღსაზრდელს ბაღები პროდუქტს გადასცემენ
- +

3 აპრილი. 2020. 10:30

 

 

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერებულია სწავლის პროცესი როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში. საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, პროდუქტის არამალფუჭებადი მარაგი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა მიეღოთ აღსაზრდელებს, მათვე გადაეცემათ.

 

სურსათის მარაგი უკვე ბაღებშია და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი დახარისხება. სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა მოინახულეს. ამ დროისთვის საჩხერის მუნიციპალიტეტში 1289 აღსაზრდელი ირიცხება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner