UEFA ევრო 2016-ის მიმდინარე გათამაშებიდან რუსეთის ნაკრების დისკვალიფიკაციას სერიოზულად განიხილავს, რადგან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რუსი გულშემატკივრები საფრანგეთის დიდ ქალაქებში ხელჩართული დაპირისპირებების პროვოცირებას აგრძელებენ.
ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ თუ რუსეთი დისკვალიფიკაციას მიიღებს, ტურნირის ფორმატი შეიცვლება და B ჯგუფიდან მხოლოდ ორი გუნდი გავა.
მოქმედი ფორმატის მიხედვით, 1/8 ფინალში ჯგუფების პირველ და მეორეადგილოსნებთან ერთად, ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის.
რუსეთის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, ინგლისი, უელსი და სლოვაკეთი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რადგან აღნიშნული ჯგუფიდან მხოლოდ ორი საუკეთესო გავა შემდეგ ეტაპზე.