logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: გერმანიაში საკმარისად კარგად არ იცნობენ, რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ
- +

15 ივნისი. 2016. 16:44


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას.



მერკელი ფიქრობს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და კარგი საფუძველი ეკონომიკური ურთიერთობები გერმანულ საწარმოებთან გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით მშენებლობის სფეროში.



როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უკვე შეხვდა გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს.



ალბათ ჯერ გერმანიაში საკმარისად კარგად არ იცნობენ, რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ. თუკი შევხედავთ მსოფლიო რეიტინგებს კონკურენტუნარიანობის და გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოს შესანიშნავი წარმატებები ჰქონდა.

შეხვედრაზე ისაუბრე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ამან შეიტანა თავისი წვლილი, რომ ეკონომიკური კონტაქტები ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის გაიზარდა", - განაცხადა ანგელა მერკელმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner