logo_geo
eng_logo
სოფელ ინგირში მოსახლეობისთვის მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
- +

3 აპრილი. 2020. 15:14

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ადგილობრივებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თერმოსკრინინგს უტარებენ. სკრინინგი უკვე ჩაუტარდა ინგირში მცხოვრებ 100-ზე მეტ მოქალაქეს, პროცესი გრძელდება.

 

თერმოსკრინინგის პროცესს სოფელ ინგირში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული ხელმძღვანელი ანზორ ქობალია გაეცნენ.

 

თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ზედა ეწერში, სადაც 1037 მოქალაქეს ჩაუტარდა შემოწმება, არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი, რომელსაც დაუდგინდა კორონავირუსი,  სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ სოფლებში მასობრივი სკრინინგი. თერმოსკრინინგი ასევე ჩაუტარდა სოფელ შამგონაში მცხოვრებ 350-ზე მეტ მოქალაქეს. გარდა სოფლებისა, შემოწმება ტარდება ზუგდიდისა და ფოთის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner