logo_geo
eng_logo
ელენე თევდორაძე დუმილს არღვევს - სკანდალური ინფორმაცია გიგა ბოკერიაზე
- +

15 ივნისი. 2016. 16:55


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, ციხის ბუნტის დროს გასროლის ბრძანება არა ახალაიამ, არამედ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გასცა. მისივე თქმით, ის ბევრს ეხვეწებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელს ბაჩო ახალაიას, რომ ციხის ბუნტის დროს პატიმრებისთვის არ ესროლათ. ამის შესახებ თევდორაძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთვის" 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


როცა ბოკერია მოვიდა, სროლა მერე დაიწყო, ბაჩოსაც რამდენს ვეხვეწებოდი ციხის ბუნტის დროს, არ ესროლოთ პატიმრებს-თქო, მაგრამ არ მომისმინეს", - აცხადებს თევდორაძე.


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, პატიმართა მასობრივი წამებისა და გაუპატიურების შესახებ არაფერი იცოდა.


შეგიძლიათ, დაელაპარაკოთ შალვა რამიშვილს. მე მასთან ხშირად დავდიოდი, ის ყოველთვის მიყვებოდა, თუ რომელიმე პატიმარს პრობლემა ჰქონდა და მთხოვდა, დავხმარებოდი, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, აუცილებლად მეტყოდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ციხეში გაუფრთხილებლად შევდიოდი და მსგავსი ფაქტის მომსწრე არ ვარ. პატიმრები ყვებოდნენ მუქარის შესახებ, მაგრამ არასოდეს უთქვამთ მსგავს რამეზე. მერაბიშვილსაც და ახალაიასაც ვაფრთხილებდი, რომ ეს დრო დადგებოდა. ახლა ძალიან კარგია, რომ მერაბიშვილი ამბობს, საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობასო. ეს განცხადება ამასწინათ წავიკითხე. ჰოდა, ძალიან კარგი, თუ თავის თავზე იღებს პასუხიმგებლობას. ბაჩოსაც რამდენს ვეხვეწებოდი ციხის ბუნტის დროს, არ ესროლოთ პატიმრებს-თქო, მაგრამ არ მომისმინეს", - განაცხადა თევდორაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner