კასპში გრძელდება უმწეო მოქალაქეთა უფასო სასადილოს ბენეფიციართა ბინაზე მომსახურება, რომელსაც კასპელი მოხალისეები ახორციელებენ.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ სასადილოში ახალგაზრდა მოხალისეების მუშაობა დაათვალიერეს.
მოხალისეებმა 80 ბენეფიციარის ბინაზე მომსახურება ორი კვირის წინ დაიწყეს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე გაგრძელდება.