logo_geo
eng_logo
გიგა ბათიაშვილი: არ არის გამორიცხული, სტიქიური უბედურება განმეორდეს
- +

15 ივნისი. 2016. 17:01


გადაცემა „პრიორიტეტში" არქიტექტორმა გიგა ბათიაშვილმა 13 ივნისის ტრაგედიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩქაროსნული სამკილომეტრიანი მაგისტრალის გაკეთება არასწორად მოხდა და მომავალში სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროულად გატარებაა საჭირო.



„ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად იყოს განსაზღვრული, რამ განაპირობა, რამ განსაზღვრა ის უბედურება, რაც მოხდა და რა არის გასაკეთებელი მომავალში.

 

არ არის გამორიცხული, მომავალშიც იგივე განმეორდეს, რადგან მდინარე ვერეს ხეობა 40 კმ-ია. ყველა დიდი წყალდიდობის შემთხვევაში მოსალოდნელია მშრალი ხევების აბობოქრება და ჩამოსვლა თბილისში.

 

სწორი გადაწყვეტილებები და ღონისძიებებია გასატარებელი ამ მხრივ რაც შეიძლება მალე, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.

 

რამდენადაც ვიცი, ხეობაში დააყენეს აპარატურა, რომელიც სტიქიური უბედურების შესახებ შეტყობინებას გადმოსცემს, ეს კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ გვატყობინებს, რომ ტრაგედია უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ტრაგედიას არ ააცდენს. საჭიროა უფრო ეფექტური ღონისძიებების გატარება.

 

სრულიად გაუგებრად განხორციელდა იმ გზის მშენებლობა, სადაც სტიქიური უბედურება მოხდა. ჩქაროსნული მაგისტრალის სამკილომეტრიან მანძილზე გაკეთება ანეკდოტია. სწორედ ამ მაგისტრალს შეეწირა ხეობა.

 

ეს გზა რომ ხიმინჯებზე აეშენებინათ და არ მოეჭრათ კლდეები, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაშია და ვაკის მოსახლეობას ახლაც უქმნის საფრთხეს, ასეთი რამ არ მოხდებოდა.

 

გზის საფუძვლიანი რეკონსტრუქციის პროექტი დღემდე არ არის გაკეთებული, რათა მომავალში იგივე არ განმეორდეს", - ამბობს გიგა ბათიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner