"ხვა ადამიანების გაჭირვებაზე ფულის კეთება ყველაზე ცუდი რამაა!" - ასე პასუხობს, ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი “აიპრესის” კითხვას, გეგმავს თუ არა, სახელმწიფო, აამოქმედოს რაიმე მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, მომხმარებლებს შესთავაზოს საშეღავათო პერიოდი.
აიპრესის კითხვაზე “საქართველოში მოქმედი, რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კვლავ, უარს აცხადებს, დააწესოს საშეღავათო პერიოდი ოქროს ლომბარდსა და სამომხმარებლო სესხზე. მოქალაქეებს კვლავ უწევთ, ყოველთვიური საპროცენტო შენატანის გადახდა. გეგმავს თუ არა, სახელმწიფო, აამოქმედოს რაიმე მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, მომხმარებლებს შესთავაზოს საშეღავათო პერიოდი, გაათავისუფლონ დროებით საპროცენტო შენატანისგან?!” ვიცე-პრემიერი პასუხობს:
“მაშინ როდესაც, ჩვენ ყველა ვცდილობთ რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქის ინტერესები, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ადამიანებს, რომლებიც დაკარგავენ შემოსავალს ან დაზიანდნენ გლობალური პანდემიის შედეგად, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს რომ ვერ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ბიზნესი, რომელსაც ეს გამოწვევა არ შეეხება.
ამ დროს სხვა ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება ყველაზე ცუდი რამ არის, რაც შეიძლება ამ ორგანიზაციებმა გააკეთონ, რა თქმა უნდა, ყველას თავისი ბიზნესი აქვს, ყველა იცავს საკუთარი ბიზნესის ინტერესებს”-ამბობს ცქიტიშვილი.