logo_geo
eng_logo
პრემიერმა ბერლინში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე ოსებთან და აფხაზებთან ნდობის აღდგენაზე ისაუბრა
- +

15 ივნისი. 2016. 17:06


გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე ოსებთან და აფხაზებთან ნდობის აღდგენაზე ისაუბრა.



ჩვენთვის არა მხოლოდ მნიშვნელოვანია ტერიტორიების დაბრუნება, არამედ ხალხის შემორიგება, პირველ რიგში და ერის გამთლიანება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენა",- განაცხადა პრემიერმა.



პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა. კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო კონსტრუქციულ მიდგომაზეა გადასული.



ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რუსეთთან მტრული რიტორიკა ავიცილოთ, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შევცვალეთ მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულები გავხდით, მაგრამ აქ არ არის არანაირი კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული, ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ ჩვენი მიდგომა მაქსიმალურად კონსტრუქციულია, რომ მშვიდობიანად ვისაუბროთ კონფლიქტის გადაწყვეტაზე",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner