2 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.
კონკრეტულად კი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG), აქციების ღირებულების ზრდამ 3.46% შეადგინა, ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 80.1 პენსი ღირს.
BGEO-ს აქციების ღირებულება 6.59%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 9.06 გირნავქა სტერლინგს შეადგენს.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების ზრდამ კი 1.94% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.20 გირვანქა სტერლინგი გახდა.
TBC-ის აქციების ღირებულების ცვლილება კი +1.86%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 7.12 გირვანქა სტერლინგი ღირს.
რაც შეეხება თავად ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ინდექსს FTSE 100-ს ის დღეს 0.47%-ით გაიზარდა, FTSE 250-ის ინდექსი კი, რომლის შემადგენლობაშიც ქართული კომპანიებიც შედიან დღეს 0.76%-ით არის შემცირებული.