გადაცემა „პრიორიტეტში" ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა „რუსთავი 2"-ის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „რუსთავი 2" არის პარტიული ტელევიზია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს და კარგი იქნება, თუ ქიბარ ხალვაში არხს გაათავისუფლებს, რათა ჟურნალისტებმა შეძლონ ნორმალურად მუშაობა.
„რუსთავი 2" არის პარტიული ტელევიზია, პარტიის, რომელიც ჩემს აღქმაში არის დაუსჯელი, გასასამართლებელი პარტია. ასეთ ტელევიზიაში მე ვერ ვიქნები.
რაც შეეხება ქიბარ ხალვაშს, წარმატებებს ვუსურვებ, რომ მალე გაათავისუფლოს „რუსთავი 2" ამ პარტიისგან.
„რუსთავი 2"- ში მყოფი ჟურნალისტები გახდნენ პარტიული მუშაკები. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველას ვიცნობ, მათ არ მივიჩნევ ჩემს კოლეგებად. „რუსთავი 2" არის „ნაციონალური მოძრობის" ტელევიზია, რომელიც ატარებს ამ პარტიის ინტერესებს.
ძალიან მინდა, რომ „რუსთავი 2"-ის მფლობელი მიხეილ სააკაშვილი არ იყოს, ტელევიზია გათავისუფლდეს და იქ მყოფმა ჟურნალისტებმა შეძლონ ნორმალურად მუშაობა", - ამბობს კოკა ყანდიაშვილი.