logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტიერესი: ყველაზე უარესი წინ არის - ახლა ვირუსის ქარიშხალი ომით დაზარალებულ ქვეყნებს ემუქრება
- +

4 აპრილი. 2020. 10:52

 

 

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი მსოფლიოს ქვეყნებს გლობალური ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ის სახელმწიფოებს თხოვს, რომ ომით დაზარალებულ ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიის დროს იარაღი აღარ აიღონ ხელში.

 

„ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ახლა COVID-19-ის ქარიშხალი კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებს ემუქრება“, -აღნიშნა გუტიერესმა.

 

მისივე თქმით, მან ამის შესახებ ცოტა ხნის წინაც ისაუბრა, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები კვლავაც მიმდინარეობს.

 

„ეს აუცილებელი საჭიროებაა. ვირუსმა აჩვენა, როგორ მოძრაობს საზღვრებს მიღმა, ანადგურებს ქვეყნებს და მიაქვს ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ უნდა დავადუმოთ იარაღი და მშვიდობის ხმა აღვიმაღლოთ. ეს ის დროა, როცა უნდა გაჩერდეთ. მორალურად მიუღებელია ამ კონფლიქტების გაგრძელება“, - დასძინა გუტიერესმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner