logo_geo
eng_logo
თურქეთში 20 წლამდე ახალგაზრდებისთვის კომენდანტის საათი დაწესდა
- +

4 აპრილი. 2020. 11:34

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კომენდანტის საათი დააწესა, რომელიც 20 წლამდე მოქალაქეებზე ვრცელდება. ამასთან წუხელ ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩაიკეტება 31 ქალაქი, სადაც მხოლოდ აუცილებელი საჭიროების მანქანები შეძლებენ შესვლას. ქალაქებს შორისაა ქვეყნის ორი საკვანძო ქალაქი - სტამბოლი და ანკარა.

 

ცნობისთვის, თურქეთში კორონავირუსის 20 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 424-ს მიაღწია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner