საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის, გავაფორმეთ შესაბამისი სახლმწიფოთაშორისი შეთანხმება, განვათავსეთ პოლიციის ატაშე ჩვენს საელჩოში, ჩამოვაყალიბეთ მჭიდრო პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩემთან ერთად ვიზიტში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს წელს უკვე მისი მეორე ვიზიტია. ასევე, საქართველოში მარტში ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სააგენტოს ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი მოწმობს ჩვენს შესაბამის სამსახურებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობაზე, რომელმაც უკვე კონკრეტული პოზიტიური შედეგები გამოიღო. მე მქონდა საუბარი ქალბატონ კანცლერთან ამ საკითხის თაობაზე და აღვუთქვი, რომ ჩემი პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.