logo_geo
eng_logo
აშშ-ში კორონავირუსით ყოველ 65 წამში 1 ადამიანი იღუპება
- +

4 აპრილი. 2020. 12:15

 

 

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23 მარტიდან მოყოლებული ყოველდღიურად ხუთნიშნა მაჩვენებლით იზრდება. სწრაფად მზარდია მსხვერპლის რიცხვიც.

 

4 აპრილის დილის მდგომარეობით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1.118 მლნ-ს შეადგენს, საიდანაც ყოველი მეოთხე შეერთებული შტატების მოქალაქეა. აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიისა და ესპანეთის ჯამურ მაჩვენებელს 28 000-ით აღემატება.

 

3 აპრილს შეერთებულ შტატებში ინფიცირების რეკორდულად ბევრი - 32 284 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1321 პაციენტი კი გარდაიცვალა. რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში ყოველ 65 წამში 1 ადამიანი კორონავირუსით იღუპება.

 

ბოლო 1 თვეში აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 1756-ჯერ - 277 522-მდე, მსხვერპლის რიცხვი კი 673-ჯერ - 7403-მდე გაიზარდა. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსმა 59 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, საიდანაც ყოველი მერვე ამერიკელია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner