ინდოეთის ქალაქ რაიპურში ახალდაბადებულ ტყუპს კორონა და კოვიდი დაარქვეს. ინფორმაცია ტელეარხმა NDTV-მ გაავრცელა.
ტელეარხის ინფორმაციით, სახელი „კორონა“ ტყუპისცალ ბიჭს, ერგო, „კოვიდი“ კი - გოგონას.
თავდაპირველად ეს სახელები ახალდაბადებულებს ექიმებმა ხუმრობით შეარქვეს, თუმცა, მშობლებს ეს იდეა ძალიან მოეწონათ. პრიტი და ვინაი ვერმა აცხადებენ, რომ ასეთი სახელები „სირთულეებზე ტრიუმფის“ სიმბოლოებია.