logo_geo
eng_logo
მარტვილში „ცხელების ცენტრი“ მოეწყო
- +

4 აპრილი. 2020. 15:57

 

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში,  „ევექსის კლინიკების“ მარტვილის ჰოსპიტალის  ბაზაზე ე.წ. ცხელების ცენტრი მოეწყო.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და ლუდუკ ხასია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, „ევექსის“ დირექტორთან გიორგი ხორავასთან ერთად  კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

 

კლინიკა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და აპარატურით. კლინიკაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, რომელიც მკაცრად კონტროლდება.

 

ე.წ. ცხელების ცენტრების შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner