logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა ანგელა მერკელი საქართველოში მოიწვია
- +

15 ივნისი. 2016. 17:31


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



ჩვენ ერთად ვემზადებით 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღსანიშნავად. ამ მხრივ მრავალ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მოვიწვიო გერმანიის ფედერაციული კანცლერი საქართველოში, რათ ჩვენთან ერთად აღნიშნოს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელი",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner