საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ერთად ვემზადებით 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღსანიშნავად. ამ მხრივ მრავალ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მოვიწვიო გერმანიის ფედერაციული კანცლერი საქართველოში, რათა ჩვენთან ერთად აღნიშნოს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელი",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.