ნიუ იორკის შტატში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ის შედეგად 630 ადამიანი დაიღუპა, რაც შტატისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
ნიუ იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ლონგ აილენდსა და ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.
„ჯერ არ ვართ მწვერვალზე, ჩვენ მას ვუახლოვდებით. ჩვენი პროგნოზები აჩვენებს, რომ სადღაც შვიდდღიან დიაპაზონში ვართ“, – აღნიშნა კუომომ.
აშშ-ში „კოვიდ 19“ უკვე 300 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 8 100-ზე მეტი კი დაიღუპა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთი აშშ-ს 1 000 სასუნთქ აპარატს გაუგზავნის.