logo_geo
eng_logo
მას ერის გადამრჩენს ეძახიან: როგორ იხსნა ერთმა ადამიანმა საბერძნეთი კორონავირუსისგან
- +

5 აპრილი. 2020. 03:20

 

 

პანდემიის ფონზე და ათასობით დაღუპულის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ ყურადღებას იქცევენ ქვეყნები, რომლებმაც მოახერხეს და კორონავირსის მასობრივი გავრცელება ჯერჯერობით შეაჩერეს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საბერძნეთია, სადაც სახელმწიფოს მზადყოფნამ, ყურადღებით მოესმინა ექსპერტებისთვის და ხალხის სოლიდარობამ, კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.

 

 

ადამიანი, ვისაც საბერძნეთი უნდა უმადლოდეს, რომ ქვეყანაში ეპიდემიამ არ იფეთქა, არის, როგორც მას ეძახიან, „ნაზი ადამიანი“, შვიდი შვილის მამა, რომელიც კვირაობით ეკლესიაში გალობს. ის ყოველთვის ლაპარაკობს დამამშვიდებელი, იმედისმომცემი ტონით და მას მთელი საბერძნეთი უსმენს.

 

 

ჩვენ გიყვებით სატირის ცოდრასის შესახებ.

 

 

 

სატირის ცოდრასი მსოფლიო დონის ეპიდემილოგი და ერთ-ერთი შემოქმედია ბერძნული „კორონავირუსული ჯადოქრობის“, რომელსაც დღეს ერის გადამრჩენს უწოდებენ.

 

 

მას ტელევარსკვლავებზე გაცილებით დიდი რეიტინგი აქვს. ეს მან აუხსნა „ბატონებს“, რომ ეკლესიები უნდა დაკეტილიყო, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ სანახევროდ გაეთვალისწინებინათ მისი აზრი, და მაშინ პრემიერ-მინისტრმა თავად მიიღო ეკლესიების დახურვის გადაწყვეტილება.

 

 

 

ბერძნებს ძალიან გაუმართლათ, რომ ჯანდაცვის სისტემაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გამოწევებისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ გაუჭირდათ  და ურთულესი საკითხები ზედმეტი სიტყვების გარეშე გადაეწყვიტათ.

 

 

ეპიდემიის სტატისტიკა საბერძნეთში არ გამოიყურება ისე საშინლად, როგორც სხვა ქვეყნებში. საბერძნეთში 1415 ადამიანია დაინფიცირებული და მათგან 51 გარდაიცვალა.   

 

 

თუმცა ციფრებს ქვეყნის ხელისუფლება არ მოუდუნებია. ამაში დიდი წვლილი სწორედ სატირის ცოდრასს მიუძღვის.

 

 

მაგრამ საუკეთესო მედიკოსებიც კი ვერ გადაარჩენს ქვეყანას მარტო, თუ მოსახლეობა საერთო საფრთხის წინაშე არ გაერთიანდება.

 

 

ბერძნებს ეს, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.

 

 

ქვეყანაში დღეს არ არის პროდუქტის დეფიციტი. პრობლემა იყო მხოლოდ ნიღბების, მაგრამ ხალხი ამ შემთხვევაში ერთმანეთს ეხმარებოდა.

 

 

ხელისუფლებამ ექიმებს მოუსმინა და ქვეყანაში კარანტინი ეტაპობრივად გამოაცხადა.

 

 

საბერძნეთში 23 მარტიდან მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა კი 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner