ბოლო 24 საათში რუსეთში 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ინფიცირების 5 389 შემთხვევაა დადასტურებული.
ახალი შემთხვევებიდან 537 რუსეთის დედაქალაქში დაფიქსირებული. მოსკოვში საერთო ჯამში COVID-19 3 893 ადამიანს დაუდასტურდა.
ინფიცირებულებიდან 45 პაციენტი გარდაიცვალა, 355 კი გამოჯანმრთელდა.