logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელია ფოთის ბაზარში არსებულ ვითარებას გაეცნო
- +

5 აპრილი. 2020. 17:25

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის და სოციალური დისტანცირების საკითხებით დაინტერესდა.

 

2 აპრილს ალექსანდრე მოწერელიამ საკოლმეურნეო ბაზრების ადმინისტრაციები გააფრთხილა დაეცვათ სოციალური დისტანცია და გაეთვალისწინებინათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გასცემენ.

 

სამ აპრილს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის გადაწყვეტილებით, სენაკის აგრარული ბაზარი ორშაბათიდან იხურება, მიზეზი გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობაა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner