logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: საქართველო მონდომებით ებრძვის კრიმინალებს
- +

15 ივნისი. 2016. 18:36


საქართველო მთელი მონდომებით ცდილობს, კრიმინალებს ებრძოლოს", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ კრიმინალების წინააღმდეგ ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.


საქართველოს მთავრობა ძალიან მჭიდროდ ურთიერთობს კრიმინალებთან ბრძოლაში და მიხარია, რომ ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის. მთელი მონდომებით ცდილობს საქართველო, კრიმინალებს ებრძოლოს. ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ ამ მონდომებას და არ შეუშლით ხელს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს, მაგრამ არსებობს კიდევ უამრავი ნიუანსი, რომელიც უნდა იყოს მიღებული. ამიტომ, შეჩერების მექანიზმსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით თავიდან ავიცილებთ უსიამოვნებას, რაც მიგრანტების გამო, სხვა ქვეყნებთან უკვე გამოიარა ევროკავშირმა", - განაცხადა ანგელა მერკელმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner