logo_geo
eng_logo
ბზის მოჭრის ან დაზიანების შემთხვევაში ჯარიბა 500-დან 1000 ლარამდე განისაზღვრა
- +

5 აპრილი. 2020. 20:51

 

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.

 

 

როგორც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე წერია,  ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

 


„საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზის შეძენა შესაძლებელია ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სანერგეებში,“ 
- აღნიშნულია გვედზე

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner