logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: რუსეთსა და ამერიკას შორის ძალიან მაგრად „გავიჩალიჩეთ“
- +

15 ივნისი. 2016. 18:46


„ჩვენ გაგლეჯილი ვართ ამ ორ ზეძალას შორის", - ამის შესახებ დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციაზე საუბრისას ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ამ მდგომარეობის მიზეზი თავად საქართველოა, რადგან ქვეყანამ უარი თქვა თავის წარსულსა და იდენტობაზე.


„ვერც ერთმა უნდა წაგვიღოს და ვერც - მეორემ! მიზეზი ჩვენი გაგლეჯისა და ორი მხრიდან ოკუპაციისა ჩვენი თავია - საქართველომ უარი თქვა თავის წარსულსა და იდენტობაზე! ჩვენი უბედურების საწყისი არის დღევანდელ მენტალურ კონსტრუქციაში, რომელიც ოკუპანტი რუსეთისა და ამერიკის მისამართით ასე ჟღერს - „მიმიღეთ, რა, სადღაც და დამიცავით!" არა, ბატონო!

 

საკმარისია, დღეს საქართველოს სახელმწიფომ, ქართველმა ერმა თქვას, რომ ის აღარსად აღარ მირბის, არავის არაფერს ეხვეწება და თვითონ არის ცენტრი კავკასიური კულტურისა და უზარმაზარი გეოპოლიტიკური სივრცისა, რომ მერწმუნეთ, აქეთ მოვლენ, აქეთ დაგველაპარაკებიან, აქეთ შეგვეხვეწებიან!

 

 

ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს რეალობაზე! კავკასიის რეგიონი მთელი თავისი სამყაროთი დროებით აღარ არსებობს იმიტომ, რომ ჩვენ უარი ვთქვით, კარგი გაგებით, მის პატრონობაზე და ვცდილობთ, გავხდეთ რუსეთის ან ევროპის განაპირა, ჭაობიანი ტერიტორია.

 

 

ის, რომ კავკასია, როგორც ინტეგრალური რეგიონი, აღარ არსებობს, ის, რომ კავკასიაში არეულობაა, ჩვენი, როგორც მისი პატრონის ბრალია! ვიმეორებ - რა დღესაც იმას ვიტყვით, რომ კავკასიის გეოცენტრი ვართ, მერწმუნეთ, ჩვენს გარშემო მაშინვე შეიცვლება გეომეტრია და ეს ჩვენი ოკუპანტები სულ სხვანაირად აჭიკჭიკდებიან. როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში?! ჟარგონით რომ ვთქვათ, ამ ორ ოკუპანტს - რუსეთსა და ამერიკას შორის ძალიან მაგრად „გავიჩალიჩეთ" და ძალიან დიდ „ხაიაში" ვართ!" - განაცხადა ვასაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner