logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ჯერჯერობით ადგილი აქვს შემთხვევების მატებას და არა აფეთქებას
- +

6 აპრილი. 2020. 00:53

 

 

“ჯერჯერობით ადგილი აქვს შემთხვევების მატებას და არა აფეთქებას. თუ ადრე იმატებდა ორი-სამი და ხუთი შემთხვევით, ახლა საშუალოდ 10-15 შემთხვევით იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა და ეს არ არის აფეთქება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ეს დინამიკა აბსოლუტურად მოსალოდნელი და მისაღებია.

 

 

„ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი და მისაღები დინამიკაა ეპიდემიის განვითარებისთვის და ზრდა, ათეულების დონეზე შენარჩუნდება. საერთო რაოდენობა იქნება ასეულები, შესაძლოა, ერთი-ორი ათასიც, მაგრამ არავითარ შემთვევაში არ გვექნება ინფიცირების ათეულ ათასი შემთხვევა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეინარჩუნებს საპატიო დისტანციას ევროპის სხვა ქვეყნებიდან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner