logo_geo
eng_logo
მოსკოვში სამ ღვთისმსახურს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

6 აპრილი. 2020. 10:23

 

 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამ ღვთისმსახურს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, ხოლო კიდევ ორის ინფიცირებაზე ეჭვი აქვთ. ინფორმაცია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან არსებულმა მუშა-ჯგუფმა გაავრცელა.

 

ჯგუფის Telegram-ჩატში დასახელებულია ინფიცირებული ღვთისმსახურები. ისინი მოსკოვის სხვადასხვა ტაძარში, უფრო მეტიც, სხვადასხვა რაიონში მსახურობენ. ჩატში ვრცელდება მოწოდება, რომ ვისაც კონტაქტი ჰქონდა ამ ტაძრებთან და ღვთისმსახურებთან, სასწრაფოდ თვითიზოლაციაში გადავიდნენ. 

 

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 5389 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 45 ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner