logo_geo
eng_logo
არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი სანდრა რულოვსი იქნება
- +

29 თებერვალი. 2016. 17:44


„ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი იქნება. ინფორმაციას „TV პირველი"" ავრცელებს.



დეპუტატი სერგო რატიანი ტელეკომპანიის ეთერში აცხადებს, რომ დღეს ვერაფერს დაადასტურებს.

 

„დღეს მე ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ეს და სხვა საკითხები არ არის გარკვეული. სანდრა რულოვსი არის მნიშვნელოვანი ფიგურა, ის არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და დიდი წვლილი აქვს შეტანილი სოციალურ დახმარებებში და საერთოდ სამოქალაქო აქტივობაში", - აღნიშნა სერგო რატიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner