logo_geo
eng_logo
ბიძინა გუჯაბიძე: ჩვენ გადახრები არ გვახასიათებს!
- +

15 ივნისი. 2016. 18:51

„კოალიციიდან გასულ პარტიებს პოლიტიკურმა ალღომ და წესიერებამ ცოტა უმტყუნა“, - ამის შესახებ კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა გუჯაბიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, კონსერვატიულ პარტიას ის ნაკლოვანებები, რაც მმართველ ძალას ჰქონდა, საჯარო კრიტიკის საგნად არასოდეს გაუხდია.

 

„ნაკლოვანება ბევრ გვაქვს, მაგრამ არც საჯაროდ გამოთქმულ კრიტიკას ვეთანხმები. ჯერ შენი თავი უნდა გააკრიტიკო და მერე სხვა.

 

 

ჩვენი ამბიციები მთავრდება იქ, სადაც იწყება სამშობლოს, ქვეყნისა და სახელმწიფოს სიყვარული. ჩვენი ამბიციები არასოდეს შეგვიწირავს ამ ღირებულებებისთვის, არც მათ წინ დაგვიყენებია. ჩვენ გადახრები არ გვახასიათებს. სწორედ ამით გამოვირჩევით კონსერვატორები“ სხვებისგან. ყოველთვის ვცდილობდით, ისე მოვქცეულიყავით, რომ ხელისუფლების ცვლილება მომხდარიყო არჩევნების გზით, როგორც ეს მოხდა 2012 წელს. შიდა გარჩევები და კრიტიკა არასოდეს გარეთ არ გამოგვიტანია“, - განაცხადა გუჯაბიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner