ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, სულ 6 343 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ინფიცირებულებიდან 406 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 47 პაციენტი.
ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვში, სადაც ინფიცირების ყველაზე მეტი - 4 848 შემთხვევაა დაფიქსირებული, ინფიცირებულთა 85 პროცენტი 65 წელზე ნაკლები ასაკისაა.