logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები!
- +

15 ივნისი. 2016. 18:55


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიამ არათუ იმედები გაუცრუა საქართველოს, არამედ პროცესი, რომელშიც ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიასთან.



ამის შესახებ კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თვლის თუ არა, რომ გერმანია საქართველოს იმედებს უცრუებს NATO-სთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სკეპტიკურად უყურებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას და ახლა უკვე ვიზა-ლიბერალიზაციასაც.



ჩვენ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს განვიხილავთ გაცილებით უფრო ფართო და ხანგრძლივ კონტექსტში. ჩვენი ურთიერთობები არ განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი გადაწყვეტილებებით, რომლებსაც, ასევე, ჩვენ არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ საქართველოს მოსაზრებებით და საქართველოს მხრიდან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტები, მათ შორის, როგორც ევროპული პოლიტიკის, ასევე, გლობალური პოლიტიკის. ამიტომ, ჩვენ არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები. ჩვენ ვთვლით, რომ ის პროცესი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიას. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც, პრინციპში, ბუნებრივიც უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებლად მივაღწევთ ურთიერთგაგებას ამ პროცესში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზა-ლიბერალიზაციას და ასევე, გახდება NATO-ს წევრი.

ამისთვის საჭიროა ის, რომ საქართველო იყოს თანმიმდევრული ქვეყნის გარდაქმნის პროცესში, გააფართოოს პარტნირობა ალიანსთან. ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება საქართველოსთვის მაშინ, როდესაც საერთაშორისო კონტექსტი მზად იქნება ამისთვის. გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ მადლობლები ვართ გერმანიის იმ მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ჩვენს ქვეყანას ბოლო ათწლეულების განმავლობაში უწევს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner