შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და კერძო სექტორის თანამშრომლობით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს და მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.
მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კასპელ მოქალაქეებს: იზა აბუაშვილს, ნუკრი ბახუაშვილს, ნინო და ზურაბ ნონიაშვილებს გაწეული ქველმოქმედებისთვის.