-
+
7 აპრილი. 2020. 02:42
ჩერნობილის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო ქალაქში რადიაციის დონემ საგრძნობლად მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას „Deutsche Welle“ ავრცელებს.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვანელის, იგორ ფირსოვის განცხადებაა მოყვანილი, რომელიც საკუთარ Facebook-გვერდზე რადიაციის მომატების შესახებ წერს:
„ცუდი ამბებია – ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია“, – წერს ფირსოვი.
ჩერნობილის ტყეში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ცეცხლი 100 ჰექტარის ფართობზე გავრცელდა.
წყარო :