logo_geo
eng_logo
ჩინეთში კორონავირუსით აღარავინ გარდაიცვალა
- +

7 აპრილი. 2020. 10:43

 

 

ჩინეთში იანვრის შემდეგ პირველად კორონავირუსით აღარავინ გარდაცვლილა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა.

 

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კონტინენტურ ჩინეთში მარტის შემდეგ კლებულობს, თუმცა, იზრდება „იმპორტირებულ“ შემთხვევათა რიცხვი. ოფიციალურად, სხვა ქვეყნებიდან შესულთა შორის ინფიცირების ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 32 შემთხვევაა დადასტურებული და ყველა მათგანი „იმპორტირებულია“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner