logo_geo
eng_logo
ნინო ვიბლიანის განცხადებით, აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა
- +

7 აპრილი. 2020. 12:34

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, ფოთიდან გაგზავნილ ნიმუშზე, რომელიც აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალბატონს ეკუთვნოდა, უარყოფითი პასუხი მოვიდა.

 

„ამ დროისთვის ჩვენს რეგიონში გვაქვს კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა. ისინი მკურნალობას აგრძელებენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის გვყავს 68 პირი. ჩვენს რეგიონში ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია 55 პირი; თვითიზოლაცია დაასრულა - 685 მოქალაქემ. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი სოფლებში, პროცესი უკვე დავასრულეთ ზედაეწერში, ამჟამად ხდება ინგირსა და შამგონაში“, - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner