ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის 43 რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 1154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 497 შემთხვევაა რეგისტრირებული, ინფიცირებულებიდან 494 გამოჯანმრთელდა, 58 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყნის დედაქალქ მოსკოვში ინფიცირების 5181 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის მსხვერპლთა შორის 31 ადამიანი სწორედ მოსკოვში გარდაიცვალა.