logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა
- +

15 ივნისი. 2016. 19:15


თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილი თანაგუნდელების ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. საქმე ეხება ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს, სადაც ოქრუაშვილი პროკურატურის მთავარი მოწმეა. სასამართლოში ოქრუაშვილმა დეტალურად გაიხსენა 2005 წელს შავნაბადას რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა.


მოწმე ოქრუაშვილის მტკიცებით სწორედ იქ დაიგეგმა ვალერი გელაშვილზე თავდასხმა, რომლის მიზეზიც გელაშვილის შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. ოქრუაშვილის ჩვენებით, მან გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებაზე უარი თქვა, რაც საბოლოოდ ყოფილმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა იმ დროინდელ მინისტრს დაავალა.


მას ჰქონდა გარკვეულ წყენა გელაშვილის გარკვეული გამონათქვამების შედეგად, რომელიც შეეხებოდა სააკაშვილის ოჯახის წევრებს და ჰქონდა სურვილი ამ განცხადებების შედეგად დაესაჯა იგი," - განაცხადა ოქრუაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner