logo_geo
eng_logo
კორონავირუსმა პანდებში „სასწაული“ მოახდინა
- +

7 აპრილი. 2020. 16:02

 

COVID-19-ის პანდემიამ გააკეთა ის, რაც ჰონგ-კონგის ზოოპარკის თანამშრომლებმა 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს.

 

როცა ჰონგ-კონგის „Ocean Park“ მნახველებისთვის დაიკეტა, მისი ბინადარი პანდები ინ-ინი და ლე-ლე დაწყვილდნენ. როგორც აღმოჩნდა, მათ მხოლოდ განმარტოება ესაჭიროებოდათ. ინფორმაცია ზოოპარკის ოფიციალურ ტვიტერ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

„ზოოპარკში ხშირად იყენებენ პანდების ხელოვნურ განაყოფიერების მეთოდს, მაგრამ პროცესის ბუნებრიობა შთამომავლობის მიღების შანსს ზრდის“, - აცხადებს „Ocean Park“-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაიკლ ბოოსი.

 

„Ocean Park“ მნახველებისთვის იანვრის ბოლოს დაიკეტა. მალე კი ზოოპარკის მომვლელებმა შეამჩნიეს, რომ ინ-ინი და ლე-ლე ერთმანეთით დაინტერესდნენ. ერთად თამაშობდნენ და ბანაობდნენ. ლე-ლე კი „ტერიტორიის მონიშვნას“ შეუდგა.

 

პანდებში საქორწინო სეზონი, ჩვეულებრივ, მარტიდან მაისამდე გრძელდება. ვეტერინარები გულდასმით აკვირდებიან ინ-ინს. რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება პანდების პაემნები, ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი.

 

დიდი პანდები მოწყვლად სახეობებს მიეკუთვნებიან. მეცნიერების აზრით, ველურ ბუნებაში  დაახლოებით 2060 პანდაა დარჩენილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner