logo_geo
eng_logo
ბრაიან მეფორდი: თუ საქართველო შეძლებს სწორი ლობისტური პოლიტიკის წარმართვას, სიტუაცია მარტივად დაბალანსდება
- +

15 ივნისი. 2016. 19:16


ამერიკელი პოლიტოლოგი და ბიზნეს-ექსპერტი ბრაიან მეფორდი სოციალური ქსელის საშუალებით შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ამერიკის ნამდვილ მეგობრებს" შეხვდა. იგი  IRI-ის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი და უკრაინის ექსპრეზიდენ ვიქტორ იუშჩენკოს მრჩეველი იყო. შეხვედრაზე ბრაიან მეფორდმა საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების კითხვებს უპასუხა. მეფორდმა, რომელიც თავად რესპუბლიკელია, აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატებზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ ორივე კანდიდატს გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსები აქვთ, თუმცა რა გავლენას იქონიებს აშშ-ის არჩევნების შედეგი საქართველოზე, ამის წინასწარ განსაზღვრა ჯერჯერობით ადრეა.


ბრაიან მენფორდის აზრით საქართველო და აშშ-ს ურთიერთობა არ არის დამოკიდებული ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებსა თუ ლიდერებზე.


საქართველოში გარკვეული პოლიტიკური პარტიების ლიდერების რიტორიკა, თითქოს  მათ გარეშე საქართველო ამერიკასთან და ზოგადად დასავლეთთან  ურთიერთობებს ვერ გააგრძელებს, რეალობას მოკლებულია. მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოციაციას, საქართველო კვლავ მიისწრაფის ნატოსკენ, საქართველო კვლავ რჩება ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად. მიუხედავად ერთი პარტიის მიერ ამერიკული ლობისტებთან ჩატარებული დიდი სამუშაოებისა, აშშ პოლიტიკოსები კარგად ხედავენ, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია უკეთესია. თუ საქართველო შეძლებს სწორი ლობისტური პოლიტიკის წარმართვას ვაშინგტონში, სიტუაცია მარტივად დაბალანსდება"-განაცხადა მან.


ბრაიან მეფორდი საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო და მოძრაობის წევრებს  საკუთარი პროგნოზები გაუზიარა. მისი აზრით, "ქართული ოცნების"  რეიტინგი დღეს 2012 წელთან შედარებით, საკმაოდ დაბალია.


ზოგჯერ ამომრჩეველთა მოლოდინები გადაჭარბებულია ხოლმე. ყველა ფიქრობს, რომ ექნება კარგი სამსახური, მაღალი ხელფასი და ა.შ, მაგრამ ყველასთვის ეს ვერ ხერხდება .  ჩემი შეფასებით დღეს "ქართული ოცნების" რეიტინგი ბევრად ნაკლებია იმასთან, რაც ადრე იყო, თუმცა არსებობს პოტენციალი, სწორი მიდგომებით დაიბრუნონ ძველი რეიტინგი. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას " , მას აქვს მხარდაჭერის გარკვეული კოეფიციენტი, თუმცა მათი მხარდამჭერების რიცხვი არც იზრდება და არც მცირდება."-განაცხადა მან.


ბრაიან მეფორდი მიიჩნევს,რომ "ამერიკის ნამდვილიმეგობრების"   მსგავსი ორგანიზაციის შექმნა არაჩვეულებრივი იდეაა ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისთვის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner