logo_geo
eng_logo
ცაგერში უმწეოებს საკვები სახლში მიუტანეს
- +

7 აპრილი. 2020. 21:15

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს 118 ბენეფიციარი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, თავიანთ ულუფას სახლში იღებს.

 

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა უმწეოებს პროდუქტი ადგილზე თვითონ მიუტანეს და ხარების დღესასწაულიც მიულოცეს.

 

 

„ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. მოხუცებს, რომელთა გადაადგილებაც დიდ რისკს წარმოადგენს, თავად მოვემსახურებით და ადგილზე მივიტანთ იმ პროდუქტს, რომლითაც მათ სახელმწიფო უზრუნველყოფს“,-განაცხადა ცაგერის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner