logo_geo
eng_logo
ზურა ყიფშიძე: ნაბიჭვარივით ვიყავი… ჩხუბი მომივიდა და მაკადრეს ის, რაც საკუთარ თავს ახლა ვაკადრე
- +

8 აპრილი. 2020. 00:50

 

მსახიობმა ზურა ყიფშიძემ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ მშობლების შესახებ ისაუბრა.

 

 

მსახიობის თქმით, ბავშვობაში ეგონა, რომ ეროსი მანჯგალაძის შვილი იყო, ხოლო მას შემდეგ რაც ბიოლოგიური მამის ვინაობა შეიტყო, მის ოჯახთან დაახლოვდა.

 

 

„ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ ეროსის შვილი ვიყავი. ის დედაჩემის პირველი მეუღლე იყო. ბოლოს კითხვებით, რომ წავუღე ტვინი, მითხრეს, თეატრში ვინც ყველაზე მეტად გეფერება და გიღიმის, ავთანდილ ვერულეიშვილია მამაშენიო.

 

 

არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მერე ძალიან დავახლოვდით. მე დედის გვარზე ვარ, რადგან ავთანდილი და დედა შეუღლებულები არ იყვნენ. ნაბიჭვარივით ვიყავი. ამას განვიცდიდი, როცა ეზოში ამაზე მიდიოდა საუბარი. ერთხელ ჩხუბი მომივიდა და მაკადრეს ის, რაც საკუთარ თავს ახლა ვაკადრე.“- განაცხადა ზურა ყიფშიძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner