logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8672-მდე გაიზარდა
- +

8 აპრილი. 2020. 13:12

 

 

რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსი 1175 ადამიანს დაუდგინდა, რითაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 8672-ს მიაღწია. დღიური მონაცემებით, ეს „რეკორდია“. ასევე ათასზე მეტი შემთხვევა ერთ დღე-ღამეში გუშინ დაფიქსირდა - 1154 შემთხვევა.

 

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია 580 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 63 პაციენტი.

 

რეგიონების მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობს მოსკოვი - სულ რუსეთის დედაქალაქში დაფიქსირებულია 5841 შემთხვევა, ასევე, ყველაზე მეტი მსხვერპლიც მოსკოვშია - 31 პაციენტი გარდაიცვალა.

 

რუსეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, მედიკო-ბიოლოგიური ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის ვერონიკა სკვორცოვას აზრით, რუსეთში COVID-19-ის დაავადების პიკი დაახლოებით 10-14 დღეში დადგება. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner