logo_geo
eng_logo
მადონა კოიძე: შეუფუთავი პური შეიძლება იყოს არამარტო კორონავირუსის, არამედ ნებისმიერი ინფექციის და ვირუსის გადამტანი!
- +

8 აპრილი. 2020. 17:06

 

 

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ახალი კორონავირუსის ეპიდემია უტევს, საზოგადოება საკვები პროდუქტების ჰიგიენაზე და უსაფრთხოებაზე აქტიურად ალაპარაკდა. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე გვესაუბრება საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს დღეისათვის მომხმარებელს.

 

- ქალბატონო მადონა, სოციალურ ქსელში გამოჩნდა თქვენი ინიციატივა, შეიფუთოს ნებისმერი მწარმოებლის პური. აღნიშნული ინიციატივის გაჟღერება შექმნილი ვითარებით არის გამოწვეული?

 

- მიხარია, რომ მეძლევა საშუალება, თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ვისაუბრო იმ უნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა უსაფრთხო პური. პური სტრატეგიული პროდუქტი გახლავთ, რადგან ყველა ოჯახში ყოველდღიურად ხდება პურის მოხმარება. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ნებისმიერი დასახელების პური იყოს შეფუთული და შესაბამისად - უსაფრთხო. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ეს თემა, რადგან როგორც ფედერაციის, ასევე სახალხო კონტროლის გვერდზე კორონავირუსის გავრცელებამდეც ათასობით ადამიანი გვწერდა და დახმარებისთვის მოგვმართავდა. ხალხს საშინლად არ მოსწონს პურის გადაზიდვის და რეალიზაციის სანიტარული პირობები. ასევე დიდი კითხვის ნიშანი აქვს საზოგადოებას, რამდენად მოწესრიგებულია სადისტრიბუციო მანქანები, რამდენად სუფთაა მაღაზიის დახლები, სადაც ხდება პურის განთავსება და ა.შ.

 

-  რა გამოსავალს ხედავთ შექმნილი ვითარებიდან?

 

- გამოსავალი ერთადერთია, პური უნდა იყოს შეფუთული. სხვანაირად ვერ დავიცვათ თავს. ათასი მომხმარებელი შედის მაღაზიაში. ხალხი ხელით ეხება შეუფუთავ პურს, არჩევს მისთვის სასურველს. ამავე დროს შეიძლება მობილურზე საუბრობდეს მომხმარებელი და ნერწყვით დააბინძუროს პური, რომელსაც ჩვენს სახლის მიტანის შემდეგ ვერც გავრეცხავთ, ვერც გავწმენდთ. შეუფუთავი პური შეიძლება იყოს არამარტო კორონავირუსის, არამედ, ნებისმიერი ინფექციის და ვირუსის გადამტანი. მინდა, ვთხოვო თქვენ მკითხველს, საზოგადოების თითოეულ წევრს, დაგვიჭირეთ მხარი ამ ინიციატივის განხორციელებაში. შემობრძანდით სახალხო კონტროლის, ჩემს პირად ფეისბუქ-გვერდზე ან „TV 25“-ის გვერდზე, სადაც დევს ანკეტა. შეავსეთ ყველამ ეს ანკეტა და გამოხატეთ თქვენი სურვილი, ამ ქვეყანაში ყველა დასახელების პური შეიფუთოს! მე არ ვებრძვი ბიზნესს, ვცდილობ, დავიცვა მომხმარებლის უფლებები!

ესაუბრა მეგი საჯაია

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner