logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს
- +

8 აპრილი. 2020. 20:06

 

 

 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა ტ/კ „PosTV”-ის ეთერში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცედურები გააცნო საზოგადოებას.

 

 

„პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა,  დღის წესრიგშია. ჩვენ ამ შეთანხმების რეალიზების გეგმებზეც ვიმსჯელეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს. ამ ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთავანე მოხდება  მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში კონსტიტუციისა და საკანონმდებლო რეგულეციების სრული დაცვით. ეს იქნება დისტანციური, ელექტრონული ფორმით წარმოებული განხილმა.

 

 

მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ცვლილებებს შევიტანთ, დაგეგმილია ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისი ცვლილებების გატარება საარჩევნო კანონმდებლობაში. დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკურ კონსენსუსს ყველა ერთად მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner