logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინიდან შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს!
- +

15 ივნისი. 2016. 22:12


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, იქიდან შეიარაღებული ძალები და ტექნიკა გაიყვანოს და მინსკის შეთანხმებები შეასრულოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი" იუწყება.


უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის ქმედებების გამო საკმაოდ რთული სიტუაციაა შექმნილი. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ყოველდღე ხდება. ეს ეუთოს დამკვირვებელთა მისიის მუშაობას აფერხებს" - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისი თქმით, მოსკოვი განაგრძობსბოევიკების" მხარდაჭერას და მათ იარაღსა და ტექნიკას აწვდის, ხოლო უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ დიდი რაოდენობით შეიარაღებული ძალებია განლაგებული.

 

რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ყირიმსაც ეხება. ყირიმში შეიარაღებული ძალების შეყვანაც უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაა" - განაცხადა სტოლტენბერგმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოულოდნელი შემოწმებების და განგაშის გამოცხადება ევროპაში სამხედრო ტრანპარენტულობის მექანიზმებს არღვევს, კერძოდ კი ვენის დოკუმენტს წვრთნებზე დაკვირვების და მათი კონტროლის შესახებ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner