logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია: ერთი პოლიტიკოსის ამბავი მინდა დავწერო...
- +

15 ივნისი. 2016. 22:14


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას შესახებ წერს:


„რუსთავი 2-" ს რომ არ ვერჩი კი იცით და ამიტომ, იმედი მაქვს, ამ პოსტს „რუსთავის" ლანძღვაში არ ჩამითვლით...

 

ერთი პოლიტიკოსის ამბავი მინდა დავწერო მოკლედ, რომელიც დიდი ამბიციითა და გონორით საუბრობს ხოლმე ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და სიტყვის თავისუფლებაზე...  დღეს საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშნეს ეს პოლიტიკოსი, სახელად და გვარად ნიკა მელია...  ხოდა... ეთერში უნდა მყოლოდა სტუმრად და უცებ გვირეკავენ-მელია ვეღარ იქნება, რადგან „რუსთავი 2"-ის გადაღებაზე წავიდა და ვეღარ იცლის თქვენთვისო... ნუ, ცხადია, ჩვენ არ აღმოვჩნდით პრიორიტეტულები... მერე რა რომ შეთანხმებული იყო...

 

დაინახა „რუსთავი 2-"ის კამერა და გაქანდა... ხოდა მერე ეს კაცი რომ ისაუბრებს მედიაზე, მედიასთან ურთიერთობის წესებსა და სიტყვის თავისუფლებაზე, როგორ არ დავცინო და დავხარხარო თავზე მის ხედვებს მედიის მნიშვნელობაზე.... რა საყვარელია... დაინახა „რუსთავი 2"-ის კამერა და გაიქცა"- წერს გრიგოლია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner