logo_geo
eng_logo
იტალიაში რეკორდული რაოდენობის პაციენტი გამოჯანმრთელდა
- +

8 აპრილი. 2020. 22:58

 

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში რეკორდული რაოდენობის პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

 

 

„ჩვენ გვაქვს ახალი რეკორდი- დღე-ღამის განმავლობაში 2099 გამოჯანმრთელებული. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 26 400-ს აჭარბებს. ბოლო 10 დღის განმავლობაში გამოჯანმთელებულთა რიცხვი 50 პროცენტით არის გაზრდილი“, -აღნიშნა ბორელიმ.

 

 

ამ დროისათვის იტალიაში კორონავირუსის 139 422 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 17 669-ს აღწევს. ბოლო 24 საათში კოვიდ-19-მა ქვეყანაში 542 პაციენტი იმსხვერპლა, რაც წინა დღე-ღამის მაჩვენებელზე თითქმის 100-ით ნაკლებია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner