კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით ბათუმის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა ქალაქის გარკვეულ ნაწილში.
ამ ეტაპზე მოირეცხება და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავდება გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარებიც. სამუშაოები სპეცტექნიკის საშუალებით ხორციელდება.
ქუჩების მორცხვა და დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა ქუჩას მოიცავს.