logo_geo
eng_logo
სერბეთის პრეზიდენტის ვაჟი კორონავირუსით დაინფიცირდა
- +

9 აპრილი. 2020. 10:30

 

 

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ მისი 22 წლის ვაჟი დანილო კორონავირუსით დაინფიცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დანილო ვუჩიჩი ბელგრადის ინფექციურ დაავადებათა კლინიკაშია გადაყვანილი.

 

„ჩემი უფროსი შვილი კორონავირუსით დაინფიცირდა და მისი მდგომარეობის გამო ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შვილო, შენ გაიმარჯვებ“,- წერს პრეზიდენტი „ინსტაგრამში“.

 

ბოლო მონაცემებით, სერბეთში კორონავირუსის 2 447 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 61 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner